განათლების დიადი მიზანი ეს არა ცოდნა, არამედ მოქმედებაა - იმოქმედეთ რათა შეცვალოთ!

FirstNews.ge გთავაზობთ მარკეტინგის მენეჯერის ნათია ბეგლარაშვილის ბლოგს - "ცვლილებების დროა".


არასოდეს უთხრათ ოცნებებსა და მიზნებს არა! არასოდეს მიუხუროთ საკუთარ ბედს კარი, არასოდეს დანებდეთ, ყოველი დღე ეს ახალი შანსია, ამიტომ ყოველდღე უთხარით საკუთარ თავს დიახ! მე შემიძლია გამარჯვება! დაიწყეთ მოქმედება დღესვე, დაიწყეთ იმ საქმეების კეთება რომლებსაც გამარჯვების მოტანა შეუძლია თქვენთვის.


შეიცვალეთ თქვენ და შეიცვლება თქვენი სამყაროც, შეცვალეთ ემოციური რეაქციები, აზრები, სიტყვები, ჩვევევბი, მოქმედებები, ხასიათი - თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლახომ მთლიანდ თქვენზეა დამოკიდებული.
დაიწყეთ მოქმედება, გადადგით პირველი ნაბიჯი, რაც უნდა შეუძლებელი გეჩვენებოდეთ ან გეშინოდეთ... თუ აცნობიერებთ, რომ მოქმედება აუცილებელია, მაშინ უნდა გადალახოთ შიში, თუ არ დაიწყებთ საქმეს მაშინ ვერასოდეს შეიტყობთ როგორ დასრულდება იგი.


მარცხი ნუ შეგაშინებთ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში შეცდომა არ დაუშვია. იცით, რომ წარმატებული ადამიანების ცხოვრებაში შეცდომების მთელი პირამიდაა, მაგრამ მათ შეძლეს დაშვებული შეცდომებისგან დასკვნების გამოტანა, გამოსწორება და წარუმატებლობის გადაქცევა წარმატებად. იმოქმედეთ გაბედულად და არა შიშით... იმოქმედეთ და შეეცადეთ, რომ მოქმედებისას გამარჯვების რწმენით სავსე იყოთ. გწამდეთ, რომ მოქმედება გამარჯვებას მოგიტანთ!
იყავით შინაგანად პოზიტიური, მუდამ გქონდეთ ბედნიერების განცდა, აქტიურად მოძებნეთ ბედნიერების მიზეზები. თქვენი შინაგარი პოზიტიური აუცილებლად დაიმორჩილებს გარეგან ნეგატიურს. იმუშავეთ შინაგან შეცვლაზე უკეთესობისაკენ... განვითარდით იმ სფეროთი, სადაც ყველაზე მეტი შედეგის მიღება გსურთ. გარეგანი ცვლილება მხოლოდ შინაგანი ცვლილების შემდეგ მოდის. გონებაში უფრო მეტად უნდა ტრიალებდეს პოზოტიური ფიქრები, გულში უფრო მეტად გიზგიზებდეს პოზოტიური ემოციები და განცდები. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში თქვენს პიროვნებასა და ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის.


ყოველი დღე შანსია იმისა, რომ დაიწყოთ ახლით, შეცვალოთ, გააუმჯობესოთ. თითოეული წუთი გახადოთ აღმოჩენების, წინსვლის, ახალი იდეებით აღსავსე, დაისახეთ მიზანი და გაემართეთ მისკენ ძლიერი და შეუპოვარი მისწრაფებით. ყოველთვის იქონიეთ გამარჯვების ნება და გქონდეთ თავდაჯერუბულობა, რაღაცის კეთების საკუთარ უნარში რწმენის გამტკიცება. თქვენა გონებაში დასახეთ ის ნიჭიერი, სასარგებლო სერიოზული ადამიანი და ეს აზრი გადაგაქცევთ ისეთ ადამიანად, როგორიც გინდათ რომ გახდეთ, შეინარჩუნეთ სწორი გონებრივი პოზიცია - სიმამაცე, გულახდილობა და სიცოცხლის სახლისი. აავსეთ საკუთარი აზრები , სურვილები, ემოციით და რწმენით, გაგზავნეთ ისინი საკუთარ ქვეცნობიერში და აუცილებლად დაელოდეთ პასუხს.


ჰკითხეთ საკუთარ თავს - რას ვაკეთებ ყოველდღიურად ჩემი ზრდისთვისა განვითარებისთვის? გახსოვდეთ, რომ თქვენი ხვალინდელი დღე პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს დღევანდელ ცვლილებებთან.


შეიმუშავეთ ზუსტი, მკაფიო გეგმა, როგორ მიაღწიოთ წარმატებას, როგორ იცხოვროთ და მიაღწიოთ მიზანს, როგორ განახორციელოთ ცვლილებები, რა რის შემდეგ გააკეთოთ. შექმენით ის თქვენი მიზნისთვის... შინიდან ხომ უმიზნოდ არ გადიხართ? ასეა ცხოვრებაშიც.

 

ჩამოაყალიბეთ ზუსტი გეგმა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ. თუ გადის დრო, მაგრამ თქვენს გეგმას წარმატება არ მოაქვს, მაშინ დახვეწეთ ის, შეიტანეთ ცვლილებები. თუ მიზანი არ გაქვთ დასახული, წარმატებას ვერ მიაღწევთ. მიზნის მიღწვას კი კარგად გათვლილი, მკაფიო გეგმა სჭირდებ. თუ თქვენთვის ცხოვრება თეატრია, ნუ შემოიფარგლებით მაყურებლის როლით, ადით სცენაზე და თქვენი როლი ითამაშეთ. ამისთვის კი ზუსტად უნდა იცოდეთ ის ტექსტები და მოქმედებები, რომლებიც სცენაზე გაქვთ წარმოსათქმელი და შესასრულებელი. დაიწყეთ გეგმის შექმნა და განვითარება, სცადეთ ყოველდღე და აუცილებლად გამოგივათ. ყოველდღე შეეცადეთ, მიაღწიოთ მიზანს და რაც მთავარია, იმოქმედოთ ზუსტი, მკაფიო გეგმის მიხედვით.


თუ დაემსგავსებით იმ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ ცვლილებებზე და ყოველდღიურად ერთსა და იმავეს აკეთებენ, თუ ასე მოხდება, თქვენც ყოველდღიურად ერთსა და იმავეს მიიღებთ, უნდა შეიცვალოთ! - ეს არის თქვენი ცხოვრების შეცვლის ყველაზე მოკლე გზა!

წაკითხვა 2724 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.