„ზებრა“ მაფინები
ინგრედიენტები
- კვერცხი - 2 ც
- შაქარი - 100 გ
- ზეთი - 50 მლ
- არაჟანი - 150 გ
- ფქვილი - 200 გ
- გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
- მწიკვი ვანილი და მარილი
- კაკაო - 20 გ
- რძე - 3-4 სკ
კვერცხს დაუმატეთ მწიკვი მარილი, ვანილი, შაქარი და ხელის სათქვეფით გათქვიფეთ. შეათქვიფეთ ზეთი და არაჟანი.
ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩააცერით და გათქვიფეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ნახევარს კაკაო დაუმატეთ. კაკაოიანი მასა ძალიან სქელი რომ არ გამოვიდეს, ცოტა რძე დაუმატეთ.
მაფინის ფორმებში რიგ-რიგობით ჩაასხით თეთრი და შავი ცომი. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე 20 წუთით.
სურვილისამებრ, მორთეთ შოკოლადის განაშით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი