ინგრედიენტები:
8 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მწიკვი მარილი
დაფქული შავი პილპილი
2 ცალი (350 გრ) სტეიკი
12 კბილი გარჩეული ნიორი
1 ჭიქა ზეითუნის ზეთი, შესაწვავად
11⁄2 ს/კ ძმარი ბალზამიკო
მომზადების წესი:
თასში დაკეპილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი აურიეთ. ჩაასხით ცელოფნის დასალუქ პარკში. დაუმატეთ სტეიკი და კარგად ამოსვარეთ. პარკი ისე შეკარით, რომ შიგნით ჰაერი არ დარჩეს. შედგით მაცივარში 8 საათით, ან მთელი ღამით.
პატარა ტაფაზე 1 ჭიქა ზეითუნის ზეთში დაალაგეთ 12 კბილი ნიორი და მოშუშეთ საშუალო ტემპერატურაზე. დროდადრო ურიეთ, სამამ ნიორები არ დარბილდება და არ შეიბრაწება, დაახლოებით 30 წუთით. გადადგით.
გრილი მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ და ცხაურს მსუბუქად წაუსვით ზეთი. სტეიკი პარკიდან ამოიღეთ და ქაღალდის ხელსახოცზე დადეთ. შეაზავეთ მარილითა და წიწაკით.
სტეიკი წინასწარ მომზადებულ გრილზე წვით, სანამ გამყარდება, მოწითალო ან მოვარდისფერი არ გახდება და შუაგულში წვნიანი არ იქნება, თითოეულ მხარეს დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ თეფშზე გადმოიღეთ და 5 წუთით დატოვეთ.
5
მოასხურეთ ბალზამიკო და ზემოდან ზეითუნის ზეთში შემწვარი ნიორი დაალაგეთ.
ინგრედიენტები:
250 გრამი საქონლის ხორცის ფარში
2 ცალი კარტოფილი
200 გრამი ქამა სოკო
1 ცალი ბულგარული წითელი
1 ცალი ბულგარული მწვანე
1 ცალი პომიდორი
1 კბილი ნიორი
300 გრამი მოცარელა/სულგუნი
2 ს/კ მაიონეზი
გემოვნებით მარილი/პილპილი
მომზადების წესი:
პირველ რიგში კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ როცა კარტოფილი მოიხარშება გააცალეთ კანი და დაჭერით რგოლებად.
გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და დააყარეთ ფარში მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით დაუმატეთ დაკეპილი ნიორი მოშუშეთ.
საცხობ ფორმაზე დაალაგეთ მოხარშული კარტოფილი წაუსვით მაიონეზი კარგად დაამატეთ დაჭრილი სოკო და ბულგარული ორივე ფერის დაჭრილი სასურველ ფორმებად დააყარეთ მოშუშული ფარში ზემოდან დაალაგეთ თხლად დაჭრილი პომიდორი თავზე მოაყარეთ გახეხილი მოცარელა ან სულგუნი.
გამოაცხვეთ 30-40 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით.
ინგრედიენტები:
1 ცალი ქათმის ფილე
250 გრამი ისპანახი
80 გრამი ''ფეტა'' ყველი
გემოვნებით მარილი/პილპილი
მომზადების წესი:
პირველ რიგში გარეცხეთ ისპანახი და დაჭერით წვრილად.
დაჭრილი ისპანახი მოათავსეთ ღრმა ჯამში დაუმატეთ ყველი ''ფეტა'' ყველი მარილი და პილპილი გემოვნებით კარგად აურიეთ.
ქათმის ფილე გაჭერით ნახევრად გახსენით ფილე ცოტა დაბეგვეთ და შემდეგ დაუმატეთ ისპანახის მასა. ისპანახის მასა ქათმის ფილეს ისე მოათავსეთ რომ ფილეს ერთი მხარე ისპანახის მასის ზემოთ მოექცეს.
მოათავსეთ ფილე საცხობ ფორმაზე თავზე მოაყარეთ მარილი და პილპილი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით.