ივნისი 19 2022 წაკითხვა 342 ჯერ

ინგრედიენტები :

 

მარილი

ლიმონის წვენი

მაიონეზი - 250.00 გ

კამა - 1.00 პატარა კონა

მწვანე ხახვი - 5.00 ღერი

მწვანე ვაშლი - 1.00 ცალი

ორაგულის ფილე - 400.00 გ

კვერცხი - 5.00 ცალი

კარტოფილი - 5.00 ცალი

სტაფილო - 5.00 ცალი

 

მომზადების წესი :

 

მოხარშეთ სტაფილო და კარტოფილი ადუღებულ მარილწყალში. გააცივეთ და გაფცქვენით. გახეხეთ კარტოფილი და სტაფილო წვრილ სახეხზე.


მოხარშეთ კვერცხი მაგრად. გაფცქვენით კვერცხის გული და  ცილა.


ორაგულის ფილე მოხარშეთ ორთქლზე და გააცივეთ.


გაფცქვენით ვაშლი, ამოაჭერით გული და გახეხეთ წვრილად. მოასხით ლიმონის წვენი. წმინდად დაჭერით მწვანე ხახვი და კამა.


გაშლილ თეფშზე მოათავსეთ რგოლი 22-25 სმ დიამეტრის (მოსახერხებელია, გამოიყენოთ ამ მიზნით ტორტის დასაშლელი ფორმაც).


პირველ ფენად გაანაწილეთ რგოლში კარტოფილის ნახევარი, მოაყარეთ ცოტა მარილი, წაუსვით მაიონეზი. მეორე ფენად გაანაწილეთ თევზის ფილე, კვლავ წაუსვით მაიონეზე. მოაყარეთ ხახვი და კამა.


შემდეგ ფენად გაანაწილეთ სტაფილოს ნახევარი, მოაყარეთ ცოტა მარილი, წაუსვით მაიონეზი. გაიმეორეთ კარტოფილის ფენა, თევზი და სტაფილო, წაუსვით ყველა ფენას მაიონეზი.


შემდეგ იქნება გახეხილი ვაშლის ფენა და კვლავ მაიონეზი. გაანაწილეთ კვერცხის დაჭრილი ცილა, წაუსვით მაიონეზი, ბოლო ფენად მოაყარეთ კვერცხის გული.


გადააფარეთ ფრთხილად სალათს საკვების შესაფუთი ცელოფნიდან და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით.


სუფრასთან მიტანის წინ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი. შემდეგ კი მოხსენით სალათას რგოლი.

ივნისი 18 2022 წაკითხვა 367 ჯერ

მარწყვის დახვეწილი დესერტი, რომელიც 15 წუთში მზადდება .

 

ინგრედიენტები :

 

ორცხობილა - 200 გრ

მარწყვი - 400 გრ

შაქარი - 100 გრ

ხაჭო - 250 გრ

 

მომზადების წესი :

 

ორცხობილები დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ბლენდერის თასში და ათქვიფეთ .

ღრმა თასში ათქვიფეთ ნაღები 50 გრ შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ ინგრედიენტები სანამ გლუვი არ გახდება.

გარეცხეთ მარწყვი, მოაშორეთ ფოთლები და დაჭერით ნაჭრებად. მარწყვის ნახევარი შეურიეთ ღრმა თასში მიღებულ ნაღების და შაქრის მასას. დარჩენილი კენკრა შეინახეთ.

აიღეთ დესერტის ფორმები ან პატარა სალათის თასები და დაალაგეთ ინგრედიენტები ფენებად: ორცხობილები, ნაღები და მარწყვი. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

გემრიელი საზაფხულო დესერტი მზად არის.

ივნისი 17 2022 წაკითხვა 605 ჯერ

ვისაც გიყვართ ბადრიჯანი, აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს უმარტივესი სალათა.

ივნისი 16 2022 წაკითხვა 352 ჯერ

ინგრედიენტები:

მარილი

კარაქი

პიტნა

რეჰანი, ქინძი, ოხრახუში

ცხარე წიწაკა - 1.00 ცალი

ნიორი - 2.00 კბილი

ხახვი - 2.00 თავი

მწიფე პომიდორი

ქათმის ხორცი

 

მომზადების წესი :

ქათმის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ. პარალელურად დავმდუღროთ პამიდორი, გავაცალოთ კანი და ბლენდერში დავაქუცმაცოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. დავუმატოთ პამიდორი და თავდახურული, დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, მოვაყაროთ მარილი. შემწვარი ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ სოუსში და წამოვადუღოთ, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, დანაყილი ნიორი და წიწაკა.

 

https://gemrielia.ge/

ივნისი 14 2022 წაკითხვა 336 ჯერ

ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.

 

ივნისი 13 2022 წაკითხვა 283 ჯერ

ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი

გვერდი 13 სულ 45
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.