May 12, 2024

აპრილი 10 2019 წაკითხვა 798 ჯერ

რეცეპტის ინგრედიენტები

 
1   მუჭი მარწყვი
 
1   მუჭი ჟოლო
 
2   ს/კ შაქარი
 
1   ცალი ფორთოხალი
 
1   ცალი ვანილის პარკი(პარკოსანი ვანილი)
 
125   გრ. მასკარპონე
 
125   გრ. ბერძნული იოგურტი
 
1   ცალი გალეტი (ფხვიერი ორცხობილა)
 

რეცეპტის მომზადების საფეხურები

 
1.მოათავსეთ გარჩეული და დაჭრილი მარწყვი თასში. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ფორთოხლის წვენი და ცედრა და ვანილის თესლის ნახევარი. მსუბუქად აურიეთ და გადადეთ მანამ, სანამ ყველაფერი დანარჩენი მზად არ გექნებათ.
 
2.შეურიეთ მასკარპონეს და იოგურტს დარჩენილი შაქარი და დარჩენილი თესლი ვანილის პარკიდან. კარგად აურიეთ.
 
3.მასკარპონე თითოეულ თეფზე კოვზით გადმოიტანეთ. კოვზის ზურგით შუაში ჩაღრმავება გააკეთეთ და ხილი ზემოდან მოათავსეთ. მოასხურეთ წვენი. თითოეულ თეფშს მოაყარეთ ორცხობილის ნაფხვენები.
kulinaria.ge
აპრილი 10 2019 წაკითხვა 965 ჯერ

რეცეპტის ინგრედიენტები

ბადრიჯანი

 
ბულგარული წიწაკა
 
ხახვი
 
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
 
ნიორი
 
უცხო სუნელი
 
ქინძის სუნელი
 
მაიონეზი*
 
მარილი, პილპილი

რეცეპტის მომზადების საფეხურები 

1.ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ სიგრძეზე და კარგად შევწვათ. როდესაც შეიწვება, გადავიტანოთ ემალის ქვაბში და დავამატოთ წვრილად (სიგრძეზე) დაჭრილი ფერადი (წითელი, ყვითელი და მწვანე) ბულგარულები. ასევე დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი. ვუქნათ ცოტა უცხო და ცოტა ქინძის სუნელიც. მოვასხათ მაიონეზი, კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ!

kulinaria.ge
აპრილი 05 2019 წაკითხვა 823 ჯერ

რეცეპტის ინგრედიენტები

აპრილი 05 2019 წაკითხვა 2270 ჯერ

ჭინჭარი ფრიად მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე, ვიტამინების თავისებური ბუნებრივი კონცენტრატია.

აპრილი 01 2019 წაკითხვა 3343 ჯერ

თუ გიყვართ ერთჯერადი სუპები, ან ხშირად გიწევთ მათი ჭამა ეს სტატია თქვენთვისაა.

გვერდი 39 სულ 45
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.