4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.


„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომრბიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საბავშვო გასართობი ცენტრები“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

 

ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა ონლაინ გააგრძელონ.

 

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 31 აგვისტოს გამოცხადდა, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში განახლდებოდა, ხოლო 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში.

 

ამასთან, აღინიშნა, რომ 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში დაიწყებოდა, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნებოდა.

 
წაკითხვა 401 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 28 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.