May 18, 2024

ევროკავშირი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს და ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის გამოცხადებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთისგან ნავთობის მიწოდებას ეტაპობრივად შევაჩერებთ“, - განაცხადა ლაიენმა.

ამასთან, ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი აუკრძალავს სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლას.

ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი რანგის რუს სამხედრო ოფიცრებსა და სხვა პირებს, რომელთაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

„ჩვენ ვიცით ვინც ხართ, თქვენ ამას ვერ გაექცევით“, - აღნიშნა ლაიენმა.

სანქციების სამიზნე ასევე რუსეთის უდიდესი ბანკი „სბერბანკიც“ გახდა, რომელიც სანქციების მიხედვით, „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.

წაკითხვა 227 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.