"10 ათასობით უკრაინელმა სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანისთვის, არა თამაშის ახალი სერიისთვის"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“ მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს.

„უსიამოვნების არ შემჩნევა ცუდი თამაშის დროს – ასე გამოიყურება ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების სიმბოლური ფორმატებით შეცვლასთან დაკავშირებით. ათი ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანისთვის, არა Thimbles-ს თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

 

გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, ამიტომ, ის გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ალტერნატივა - „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას და ევროკავშირის სხვა არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ „ძირითად ევროპულ ღირებულებებს“.

წაკითხვა 175 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.