May 18, 2024

''ევროპარლამენტი მკაფიოდ აცხადებს, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, ეს ეხება ყველას, ვინც განაცხადი გააკეთა'' - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს.

რობერტა მეცოლამ აღნიშნული კომენტარით უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას: „რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი ქართველებისა და მოლდოველებისადმი? უნდა ველოდოთ თუ არა ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერას ამ სამი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით?“

 

რობერტა მეცოლას თქმით, ეს გზავნილი ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი წევრობაზე.

 

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს უკრაინის რადას სპიკერთან, ისევე, როგორც ჩემს კოლეგებთან მოლდოვიდან და საქართველოდან. ევროპარლამენტი აცხადებს უკიდურესად მკაფიოდ, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი და სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.  ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ჰკითხავთ, ისინი ახსენებენ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემთვის ეს პოზიცია არის მკაფიო. ამ თვეში, მოგვიანებით ევროპული საბჭოს სხდომაზე წავიღებ ევროპარლამენტის ურყევ გზავნილს. დღეს მე დავადასტურე, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენ მას მივესალმებით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში რუსლან სტეფანჩუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

წაკითხვა 192 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.