May 18, 2024

'' ეს არის საარტილერიო ომი, ჩვენ კი არტილერიის თვალსაზრისით ვაგებთ"- ვადიმ სკიბიცკიმ

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, ვადიმ სკიბიცკი აცხადებს, რომ უკრაინა ფრონტის ხაზებზე რუსეთთან აგებს და ახლა თითქმის მხოლოდ დასავლეთის იარაღზეა დამოკიდებული, რომ რუსეთი შეაკავოს.

“ეს არის საარტილერიო ომი, ჩვენ კი არტილერიის თვალსაზრისით ვაგებთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოგვცემს დასავლეთი”,- აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ The Guardian-თან ინტერვიუში.

 

მისი თქმით, უკრაინა დღეში 5000-დან 6000-მდე საარტილერიო ჭურვს იყენებს.

 

“ჩვენ თითქმის გამოვიყენეთ ჩვენი საარტილერიო საბრძოლო მასალა და ახლა ნატო-ს სტანდარტის 155 კალიბრიან ჭურვებს ვიყენებთ”, - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

 

მისი თქმით, დასავლეთმა უნდა მიაწოდოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რათა რუსული საარტილერიო ნაწილები შორიდან გაანადგურონ.

 

“თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ დონბასში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ტერიტორიები ოდესაზე, ზაპორიჟიესა და დნიპროზე მორიგი თავდასხმის განსახორციელებლად”, - აღნიშნა სკიბიცკიმ.

 

ის არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთმა დროებით გაყინოს ომი, რათა დაარწმუნოს დასავლეთი სანქციების მოხსნაში. “მაგრამ შემდეგ ისინი კვლავ დაიწყებენ მას - გადახედეთ ბოლო რვა წელს”, - დასძინა სკიბიცკიმ.

წაკითხვა 196 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 10 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.