May 18, 2024

''ნანგრევები ერთ დროს ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი - სულ ეს არის, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს თავის მეზობლებს, ევროპასა და მსოფლიოს''

დონბასში ძალიან სასტიკი ბრძოლა გრძელდება. ამ სახელებს ყოველდღე ვიმეორებ: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, სლოვიანსკი, ბევრი, ბევრი სხვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს.

 

„რუსეთს სურს გაანადგუროს დონბასის ყველა ქალაქი, სიტყვა "ყველა" არ არის გაზვიადებული. სურს გაანადგუროს ისე, როგორც ვოლნოვახა, მარიუპოლი. მთელი ეს ნანგრევები ერთ დროს ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი კრატერები - სულ ეს არის, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს თავის მეზობლებს, ევროპასა და მსოფლიოს. ალბათ, ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს სრული დეგრადირების უსწრაფესი მაგალითი – გზა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ 107 დღეში გაიარა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ ოკუპანტების შესაჩერებლად.

 

“უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ ოკუპანტების თავდასხმები, როგორც შეუძლიათ. რამდენადაც მათ ამის საშუალებას აძლევთ მძიმე იარაღი, თანამედროვე არტილერია, ყველაფერი, რაც ჩვენ ვითხოვეთ და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

წაკითხვა 182 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.