May 18, 2024

''თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება'' - ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს.

„დღევანდელი დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ ჩვენი შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

 

„თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა", - განაცხადა მან.

წაკითხვა 191 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.