May 18, 2024

ომის დაწყების დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსი დანილოვის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. ამის შესახებ დანილოვმა The Globe and Mail-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

დანილოვის თქმით, ყველა აღნიშნული თავდასხმის მცდელობა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში მოხდა. ამასთან, დანილოვმა ზელენსკიზე თავდასხმის დეტალები არ გაასაჯაროვა, თუმცა აღნიშნა, რომ ჩეჩენი მებრძოლები იყვნენ, რომელთაც ზელენსკის მოკვლა დაევალათ, მაგრამ  "მთლიანად განადგურდნენ".

 

ალექსი დანილოვმა დასძინა, რომ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის პარტნიორების მიერ ქვეყნისთვის საჭირო იარაღის მიწოდება იქნება.

წაკითხვა 196 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 19 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.