May 18, 2024

მსოფლიო მედია თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ქუჩებში ათიათასობით ქართველი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს.

„საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით ფრიალით, საქართველოს პარლამენტის წინ, აქციაზე სახელწოდებით „წინ ევროპისკენ“, დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა“, - წერს „ფრანს-პრესი“.

 

გამოცემის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მცდელობა, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, დიდი ხანია აღიზიანებს კრემლს და დაძაბულობამ კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

 

“ევრონიუსის“ კი წერს, რომ თბილისში გამართული აქციის მიზანი ბრიუსელისთვის სიგნალის გაგზავნა იყო იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა განიხილონ, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

 

გამოცემა წერს, რომ ევროპულმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის "ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის" შეთავაზებას, სტატუსის, რომელსაც იურიდიული ღირებულება არ აქვს.

წაკითხვა 440 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.