May 18, 2024

''საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს - მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც'' - ოლექსი გონჩარენკო

საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ევროსაბჭოს სხდომაზე მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს.

 

„ძვირფასო ძმებო, ჩვენ უნდა მხარი დაგიჭიროთ თქვენ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მომდევნო კვირაში, NATO-ს სამიტი იქნება და მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპი). ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ", – აღნიშნა გონჩარენკომ.

წაკითხვა 212 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.