May 18, 2024

,,ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა შარშანდელი G7-ის სამიტის შემდეგ კორნუოლში'' - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთსა და იმავე მიზანს იზიარებენ - შუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას.

ამის შესახებ დიპლომატმა ბავარიაში ,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, ,, რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო“ და ამან გავლენა მოახდინა სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე.

 

მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ "ურყევი ერთიანობა" უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ამასთან მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის უზრუნველყოს და მეტად დაუჭიროს მხარი დაუჭიროს უკრაინის აღდგენას.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ომი ასევე აყალიბებს ევროკავშირს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით.

 

,,ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა შარშანდელი G7-ის სამიტის შემდეგ კორნუოლში. მსოფლიო გვიყურებს – მოდით მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და დავიცვათ საერთაშორისო სამართალი”, - განაცხადა შარლ მიშელმა.

წაკითხვა 182 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.