''თქვენ ომში გითრევენ, კრემლში უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი, თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერია - არ უნდა მოკვდეთ''

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მათ ომში ითრევენ.

"მინდა, მივმართო ბელარუსის მოქალაქეებს - როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე ფორმიანებს. თქვენ ომში გითრევენ და კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე თებერვალში და გაზაფხულის თვეებში. კრემლში უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი - თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერია. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და არც საზარბაზნე ხორცები. არ უნდა მოკვდეთ და თქვენ გაქვთ ძალა, არავის მისცეთ უფლება გადაწყვიტოს თქვენს ნაცვლად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ბელარუსის რიგით მოქალაქეებზე.

 

"ვიცი, რომ ბელარუსი ხალხი მხარს გვიჭერს. მხარს გვიჭერს ჩვენ და არა ომს. სწორედ ამიტომ სურს რუსეთის ხელმძღვანელობას თქვენი ომში ჩათრევა", - განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 176 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.