''ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროების 99%-ს კიდურები არ აქვს''

საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკოაცხადებს, რომ იმ სამხედროების 99%-ს რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს.

მისი თქმით, „აზოვის“ ბატალიონის ზოგიერთ მებრძოლს არ ესმის და ვერ ხედავს და ტყვეობიდან გათავისუფლებულ ყველა დამცველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

 

"თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს. ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა“, - განაცხადა „აზოვსტალის“ დამცველის დამ.

 

მისი ინფორმაციით, თავად სერგეი ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ და ოჯახს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

 

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული 144-დან "აზოვსტალის" 95 დამცველია. მათ შორის 43 „აზოვის” ბატალიონის სამხედროა.

წაკითხვა 206 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.