May 18, 2024

''პუტინი ომისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა და გაგრძელებასაც მართლაც დიდხანს შეძლებს'' - ოლაფ შოლცი

პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როდის ამოიწურება პუტინის იარაღი და სახსრები.

„ეს დანამდვილებით არავინ იცის. ის არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, ასე რომ, ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს შეძლებს“ , - აღნიშნა შოლცმა.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭირო იქნება მისი სიმშვიდის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ყველაფერ იმის დასაცავად, რაც უკრაინელ ხალხს სურს.

წაკითხვა 211 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.