May 19, 2024

40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის განაცხადის მიმართ, რომელიც ახორციელებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში და ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე, - ამის შესახებ 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა.

 

ვიმეორებთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ხელს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები აწერენ, მათ შორის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის იტალიის, იაპონიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთის, შვედეთის, მოლდოვის, ასევე ევროკავშირის.

წაკითხვა 173 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 14 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.