May 19, 2024

''მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში, მათ კი, ვინც უკვე უკრაინაში არიან, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა'' - უკრაინაში აშშ-ის საელჩო

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში, ქვეყანაში უკვე მყოფ ამერიკელებს კი უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის იერიშების გამო უსაფრთხოების კუთხით მთელს უკრაინაში ვითარება არაპროგნოზირებადია. ამერიკის საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში. მათ კი, ვინც უკვე უკრაინაში არიან, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 23 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 54-ის მდგომარეობა მძიმეა.

წაკითხვა 183 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.