May 18, 2024

უკრაინა აშშ-ისგან კიდევ 550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

აშშ უკრაინას გაუწევს დამატებით 550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ახალი პაკეტი მოიცავს საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ საკუთარი ქვეყნის დასცავად. მათ შორისაა 75 ათასი, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის(HIMARS).

პენტაგონის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უკვე გაუწია საერთო ჯამში, დაახლოებით 8.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ესმის, რა საფრთხეა რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოსთვის. ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს.

წაკითხვა 193 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.