May 19, 2024

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს ლაჩინის დერეფნის გარშემო, ისევე როგორც კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებით, აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.

 

„ევროკავშირი ერთგული რჩება, დაძაბულობის დაძლევაში დაეხმაროს [მხარეებს] და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკუთარი ჩართულობა განაგრძოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებებისა და მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფრმაცია.

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა.

 

სომხური მედიის ცნობით კი, დღეს დილის 09:00 საათიდან აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე.

წაკითხვა 212 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.