May 19, 2024

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს. მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა და მათი მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის რუსული რუბლით ვაჭრობის შესახებ. მისი თქმით, ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი ფინანსურად.

 

„ჩვენ პუტინთან შევთანხმდით რუბლზე. ასევე არის რუსეთის გადახდის სისტემა „მირი“. ამჟამად ჩვენი ხუთი ბანკი მუშაობს ამაზე. აქაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული პროცესია რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ამით ისინი შეძლებენ საყიდლებზე სიარულს და სასტუმროს ხარჯების გადახდას“, – განაცხადა ერდოღანმა.

წაკითხვა 327 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.