May 19, 2024

ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ის დაირღვევა, "ისრაელის სახელმწიფო ინარჩუნებს უფლებას მკაცრი რეაგირება მოახდინოს". ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისი მადლობას უხდის ეგვიპტეს, რომელიც შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს შუამავლობდა.

 

შეთანხმების პირობები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა, ეგვიპტის ოფიციალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ზავის ამოქმედების მიზნით, კაირო მუშაობდა ისრაელის მიერ ექვსი დღის წინ დატყვევებული „ისლამური ჯიჰადის“ ბოევიკის გათავისუფლებაზე, ასევე ისრაელის ციხეში მყოფი მოშიმშილე პალესტინელი პატიმრის მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში გადაყვანის უზრუნველსაყოფად.

 

ცნობისათვის, ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ზავი დაახლოებით 50 საათიან ესკალაციას მოჰყვა, რომელიც ისრაელის მიერ ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ დაიწყო. პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კონფლიქტს სულ მცირე 44 მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვი.

წაკითხვა 173 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.