''არ გამოვრიცხავ, რომ შვედეთმა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაიწყოს'' - შვედეთის თავდაცვის მინისტრი
შვედეთი უკრაინისთვის იარაღის წარმოებას არ გამორიცხავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ჰულთქვისტმა, კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ.
მისი თქმით, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე განაცხადეს, რომ იარაღის წარმოებაში დახმარების გაწევა შეუძლიათ.
„ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაში საწარმოო ხაზების გამოყენებაზე იარაღის წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება პირდაპირ მიეწოდოს უკრაინას", - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად დონორთა კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: სამხედრო წვრთნა, განაღმვითი სამუშაოები და იარაღის წარმოება.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე