ესპანეთში მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები
ესპანეთის ქალაქ ვალენსიას სიახლოვეს მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე ერთი ადამიანი, ათობით კი - დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დაშავებულთაგან სამმა სერიოზული ტრავმა მიიღო, 14 ადამიანს კი ნაკლები სიმძიმის დაზიანება აღენიშნება. ჯამში, ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამედიცინო დახმარება 40 პირს გაეწია.
არსებული ცნობით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Medusa-ზე, რომელიც 6 დღის განმავლობაში იმართება, სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანებაც ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
„ძალიან შეწუხებულები ვართ იმით, რაც დღეს მოხდა“,- წერია ფესტივალის ორგანიზატორების გაცხადებაში, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ამ დროისთვის ფესტივალი შეჩერებულია.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე