May 18, 2024

''ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომით დაიღალოს რუსეთი და არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები''

იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა - ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთი ბრძოლით დაიღალოს.

 

„რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 180 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.