May 19, 2024

პენტაგონის განცხადებით, სომალიში, აშშ-ის ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ 13 მებრძოლი მოკლეს

პენტაგონის განცხადებით, სომალიში, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა საჰაერო იერიშის დროს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ 13 მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

პირველადი შეფასებებით, განხორციელებული თავდასხმისას არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა ან დაღუპულა.

 

პენტაგონის აფრიკის სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმა 14 აგვისტოს თედაანთან, მაშინ განხორციელდა, როდესაც „ალ-შაბაბის“ მებრძოლები თავს სომალის ეროვნული არმიის ძალებს ესხმოდნენ.

„აშშ-ს ძალები უფლებამოსილნი არიან დარტყმები განახორციელონ პარტნიორი ძალების დასაცავად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

ცნობისთვის, გასულ კვირას ამერიკულმა ძალებმა იერიშის დროს, იმავე რეგიონში „ალ-შაბაბის“ ოთხი წევრი მოკლეს.

\

შეგახსენებთ, მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომალიში აშშ-ს ჯარების აღდგენის შესახებ ბრძანება გასცა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას „ალ-შაბააბთან“ საბრძოლველად დაეხმაროს. ბაიდენმა აღნიშნული ნაბიჯით მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელმაც სომალიდან აშშ-ს ძალების უმეტესობა გაიყვანა.

წაკითხვა 172 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.