May 19, 2024

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა

თურქეთში, გაზიანთეფში მომხდარი ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ავტოკატასტროფა თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზატკეცილზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალზე ავტობუსი ჯერ გაჩერებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სახანძრო მანქანასა და საინფორმაციო სააგენტო იჰლასის მანქანას.

 

დაღუპულთა შორის არიან მედიკოსები, მეხანძრეები და ჟურნალისტები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

წაკითხვა 209 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.