May 19, 2024

მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა

მოსკოვში ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა სოცილურ ქსელში დაწერა.

პუშილინის თქმით, „მომხდარში უკრაინელი ტერორისტები არიან გარეულნი, რომელთა მიზანს ალექსანდრ დუგინის ლიკვიდაცია წარმოადგენდა“.

 

„უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი მანქანაში“, – წერს პუშილინი.

 

რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა მოსკოვში, ოდინცოვსკოეს რაიონში მოხდა. გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

დარია დუგინა იყო საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი, რომელსაც ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობს.

წაკითხვა 184 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.