May 18, 2024

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული

უკრაინელმა ჰაკერებმა ოკუპირებული ყირიმის ტელევიზია გატეხეს და უკრაინის ომზე ჩვეული პროპაგანდისა და ტყუილის ნაცვლად, რუსებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ნახვა მოუწიათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კერძოდ, ეთერში გავიდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, სადაც ის რუს მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან.

„დაე, თითოეულ რუს ჩინოვნიკს, ვინც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა, ახსოვდეს, რომ ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ მშვიდობა ექნებათ“, - აცხადებს ზელენსკი.

 

ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს უჩვენეს უკრაინული პატრიოტული ვიდეო რგოლი თინა კაროლის სიმღერით „უკრაინა ეს შენ ხარ“ .

წაკითხვა 181 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.