May 17, 2024

ჯო ბაიდენმა კოვიდპანდემია დასრულებულად გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით „კოვიდ 19“-ის პანდემია დასრულდა.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა. ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ შეამჩნიეთ, არავინ ატარებს ნიღაბს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ვითარება იცვლება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ჯო ბაიდენის განცხადებებმა ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე თეთრი სახლის თანამშრომლები გააკვირვა, რადგან ეს განცხადება არ იგეგმებოდა „60 წუთის“ ინტერვიუს წინ.

წაკითხვა 149 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.