May 17, 2024

ლუგანსკიდან დაჭრილი რუსი გენერალი გაიყვანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 27 საავიაციო დარტყმა და 75-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია დონეცკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქების 45-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.

 

უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის და ხარკოვის ოლქების 8 დასახლებულ პუნქტთან. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე დარტყმები განახორციელა 25 რაიონში და სარაკეტო კომპლექსების 6 პოზიცია გაანადგურა, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი მი-8 და 9 უპილოტო საფრენი აპარატი.

 

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობაში ისევ დიდი დანაკარგი აქვთ. კერძოდ, 19-20 სექტემბერს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაასვენეს 105 მოკლული რუსი სამხედრო და უახლოეს ხანში აპირებენ კიდევ 200 ცხედრის გადასვენებას. უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სვატოვოსთან დაჭრილია რუსეთის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ცოკოვი, რომლის ევაკუაცია 20 სექტემბერს განხორციელდა.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ცოცხალი ძალის შესავსებად რუსეთი განაგრძობს იძულებით მობილიზაციას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში რუსეთის არმიის წარმომადგენლებმა ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, იძულებით წაიყვანეს 10 მამაკაცი. გენშტაბის ცნობითვე, 18-20 სექტემბერს, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები უშედეგოდ ცდილობდნენ ლუგანსკის საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირების დაქირავებას.

წაკითხვა 192 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 23 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.