May 17, 2024

რუსეთმა იცის „მძიმე შედეგების“ შესახებ, რომლებიც უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გაცხადებით, რუსეთმა იცის „მძიმე შედეგების“ შესახებ, რომლებიც უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება.

„მათ იციან რომ მძიმე შედეგები იქნება. არ განვავრცობ იმაზე თუ როგორი რეაქცია გვექნება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება გამოიყენონ.

 

საქმე იმაშია, რომ ატომური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენების ალბათობა ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ პოტენციური შედეგები იმდენად დიდია, რომ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. რიტორიკა, მუქარები, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ ავრცელებს, ზრდის დაძაბულობას, საშიში და უგუნურია”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

წაკითხვა 131 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.