May 17, 2024

''ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრება''

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარის გაღებას მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება შარლ მიშელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მიშელის განმარტებით, ევროკავშირი უნდა იყოს ღია მათთვის, ვისაც არ სურს, იყოს ინსტრუმენტი კრემლის ხელში.

 

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებთან კონსულტაციები გაიაროს.

 

„ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური შეხედულებების გამო რუსეთში ხალხი თუ საფრთხეშია,  რადგან მათ არ სურთ, დაემორჩილონ კრემლის შეშლილ იდეას, წამოიწყოს ომი უკრაინაში, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის კარის გახსნის საკითხს ორშაბათს განიხილავენ.

წაკითხვა 174 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.