May 17, 2024

''საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება''

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ამასთან, საომარი მდგომარეობის დროს მეთაურის ბრძანებების შეუსრულებლობა დაისჯება ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე კანონი დეზერტირობისთვის ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წაკითხვა 170 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 24 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.