May 17, 2024

რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს

რუსულმა კამიკაძე, უპილოტო თვითმფრინავებმა ქალაქ ოდესაზე კვლავ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ოდესის საკრებულოს პრესსამსახურმა ტელეგრამის პოსტში განაცხადა.

"მტერმა ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყა. სამაშველო და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთ-ერთი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წაკითხვა 170 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.