May 17, 2024

"ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისგან"

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიდეოკონფერენციის ფორმატში, სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მუქარა ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და ის იზოლირებული უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროსგან.

 

„ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტებისგან. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რამდენადაც არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხისგანაც კი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება რუსეთი რჩებოდეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, იმ დროს, „როდესაც გენოციდს ახორციელებს და მსოფლიოს რადიაციული კატასტროფისგან ერთი ნაბიჯი აშორებს.“

 

ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ.

წაკითხვა 180 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.