May 17, 2024

რატომ ახსენებენ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობას

“რუსეთის ფედერალური სამსახურის განცხადებას, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები უკვე გამოეხმაურნენ ქვეყნები, რომელბიც თითქოსდა ე.წ. ტერიორისტულ აქტში მონაწილეობდნენ. საქართველომ, ბულგარეთმა და უკრიანამ უარყო რუსეთის ბრალდებები. რუსული მედიის ინფორმაციით, 12 მონაწილე უკვე იდენფიცირებულია.

ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილობის ბრალდებით კი დაკავებულია 8 ადამიანი, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი უარიანის და სომხეთის მოქალაქეა. “ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებეში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალატზე, რომლის საერთო წონა 22 779 კილოგრამს შეადგენს...” - ამბობს რუსული მედია რუსულ სპესამსახურებზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით“რუსეთის მიზანია მოახდინოს საქართველოს დისკრედიტაცია” - რატომ ახსენებენ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობას.

 

“რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში. ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა, გადმოტანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკი, საქართველოს მოქალქეები სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტურჩანიანი. 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს, ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადატვირთეს. 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2020 წლის 8 ოქტომბერს დილით 06.03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განახორციელდა. გადაადგილების მთელ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართვლოს თანამშრომელი აკონტროლებდა; სქემის მონაწილეებთან კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე კორემნეჩუგის მცხოვრებზე რეგისტრირებული ტელეფონი. 8 ოქტომბერს დილით, აფეთქების შედეგად დაზინდა ხიდი ქერჩის სრუტეზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსეთის ბრალდებები უარყო ბულაგერთის მთავრობამ, მათი განცხადებით, ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე. “ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი რამენაირად დაუკავშირდეს ტერორისტულ აქტივობებში რაიმე სახის მონაწილეობას”, - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში. რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ტერორისტული თავდასხმის” სქემაზე პასუხიმგებელი უკრაინის სადაზვერვო დირექტორატია, უკრიანულმა სამხედრო ელიტტამ სისულელე უწოდა. “ფე-ეს- ბეს” და საგამოძიებო კომტეტის ყველა ქმედება სისულელეა. ეს ის ყალბი სტრუქტურებია, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურება, ამიტომ ჩვენ მათ ჩვეულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებთ”, - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო დირექტორატში. რუსული მედიით გავრცელებულ რუსული სპეცსამსახურების ბრალდებებს გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე. მისი განცხადებით, საბაჟოს საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა კარგად იცის. მათ შორის ევროკავშირის , ასევე აშშ მხრიდან. მუდმივი რეჟიმში გვაქვს მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით საბაჟო სამსახურს. რაც შეეხება ბრალდებებს, საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია, თუ სპეკულაციია, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. არ მაქვს არანაირი ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, ამ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან”, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რუსული სპეცსამსახურების ბრალდებებს საქართველოსთან მიმართებაში აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი არის საქართველოს დისკრედიტაცია. ხოლო პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ძნელია პროგნოზირება რა რეაქცია ექნება რუსეთს, თუმცა, ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საქართვლოსთან და სომხეთთან ურთიერთობის დაძაბვას მოერიდება”, - დასძენს გამოცემა.

 

“რუსეთმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ მისი მთავარი მიზანი არის საქართველოს დისკრედიტაცია. ასევე, სომხეთის. რუსეთი ხედავს, რომ კარგავს გავლენებს კავკასიაში და ცდილობს დაშინების გზით მოაქციოს თავის ორბიტაზე საქართველო. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ამბავი საბაბად გამოიყენოს და ბრალი დაგვდოს. არადა ეს არის დეზინფორმაცია და აშკარა ტყუილი, თითქოს საქართველო მოანაწილებდა ე.წ. ტერორისტულ აქტში. საქართველოს მოქალაქის მონაწილოება, ვთქვათ, თუ დადგინდა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო მონაწილეობდა იმ აფეთქებაში, რომელიც მოხდა ყირიმის ხიდზე. რუსეთის საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც ყირიმის ხიდი არის მნიშვნელოვანი. ამ ბრალდებით რუსეთი ცდილობს ააგოროს ახალი ტალღა, შექმნას მტრის ხატი, რომ საქართველო ხელს უწყობს ტერაქტების მოწყობას რუსეთის ტერიტორიაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“ეს ყველაფერი არის პიარი, მაგრამ სახიფათო პიარი. არავინ იცის რა მოუვა თავში პუტინს. მაგრამ, არა მგონია, რომ ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, უაზრობა იქნება დაძაბოს სიტუაცია აქართველოსთან ან სომხეთთან. საქართველოს მოქალაქის მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა. თანაც, თუ ჩვენი საბაჟო გაიარა ამ მანქანამ და ვთქვათ ვერ შევნიშნეთ, რამდენიმე მეტრში, რუსეთის საბაჟომ რატომ ვერ აღმოაჩინა? ვხედავთ, რომ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებას იყენებს სადამსჯელო თემად უკრაინაში. საქართველოსთან მიმართებაში კი არ არის გამორიცხული, რომ წინასწარ ქმნის სამზადისს, თუ დასჭირდა შემდგომში გამოიყენოს” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 144 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 13 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.