May 17, 2024

„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს

„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს. ამის მიზეზად კომპანიაში გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია „გაზპრომ არმენიას“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩრდილოეთ კავკასია-სამხრეთ კავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 18-19 ოქტომბერს სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის მომხმარებელთა გაზმომარაგება განხორციელდება შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებიდან.

წაკითხვა 147 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.