May 18, 2024

"ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს" - ნედ პრაისი

მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ და დრონების გადაცემა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას.

 

განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ირანიდან შეძენილი დრონები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება.

 

„სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, შეერთებული შტატები უყოყმანოდ დაუწესებს სანქციებს და გამოიყენებს სხვა შესაბამის საშუალებებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც დრონების გადაცემაში მონაწილეობს.

წაკითხვა 145 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 20 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.