May 19, 2024

"სერგეი შოიგუ აწყობს "სატელეფონო კარუსელს" და საუბრობს "ბინძური ბირთვული ბომბის" შესახებ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და არა უკრაინას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აწყობს "სატელეფონო კარუსელს", ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც "ბინძური ბირთვული ბომბის" შესახებ.

 

მისი განაცხადებით, ყველამ კარგად იცის, ვინ არის ამ ომში ყველა სიბინძურის წყარო, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.

 

„სწორედ რუსეთმა მოაწყო რადიაციული კატასტროფის შანტაჟი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სწორედ რუსული რაკეტების ტრაექტორია უკრაინის ბირთვული ობიექტების თავზე, სწორედ რუსმა სამხედროებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, აგრეგატები და აფეთქების მუქარით შანტაჟს აწყობენ; სწორედ რუსეთა ის, რომელიც იყენებს ფოსფორის საბრძოლო მასალებს, აკრძალულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და იარაღების მთელ სპექტრს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინა ყოველთვის აღდგენისკენაა მიმართული“, - აღნიშნა ზელესკიმ.

 

მისი თქმით, თუ ვინმეს შეუძლია, გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენს ნაწილში, ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია – და ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს, სადმე დაერეკა.

 

„თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს: რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ახლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.

 

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ომში „ბინძური ბომბით“ პროვოკაციას გეგმავს. მანამდე რუსულმა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა სავარაუდოდ ამზადებს პროვოკაციას „ბინძური ბომბის“ (დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის) აფეთქებით, შემდეგ კი აპირებს ამაში რუსეთის დადანაშაულებას. რუსული მედიის განმარტებით, „ბინძური ბომბი“ რადიოლოგიური იარაღის უმარტივესი ვერსიაა და ასეთი ბომბის აფეთქების შედეგად, მთავარი ზიანი არა აფეთქებას, არამედ რადიოაქტიური მასალის გაფრქვევას მოაქვს.

წაკითხვა 154 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.