May 18, 2024

ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა

ილონ მასკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ „ტვიტერის“ გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს.

 

„ტვიტერის“ შეძენის პროცესის დასასრულებლად მასკს დრო 28 ოქტომბრამდე ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლო დავა ელოდებოდა. ამრიგად მიკრობლოგი „ტვიტერი“ კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდა. შესაბამისად, კომპანიის აქციები ნიუ იორკის საფონდო ბირჟიდან მოიხსნება.

 

კომპანია „სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი მმართველობით „ტვიტერი“ უფრო ინოვაციური გახდება. მისივე მტკიცებით, პლატფორმისადმი მის ინტერესს მხოლოდ ფინანსები არ განაპირობებს. მასკის თქმით, „ტვიტერის“ შეძენით მას სურდა, კაცობრიობას დახმარებოდა, რათა მას ჰქონოდა საერთო ციფრული პლატფორმა.

 

ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ, მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ჩიტი თავისუფალია“. მასკმა ასევე პირობა დადო, რომ „ტვიტერზე“ განთავსებული მასალის კონტროლი შემსუბუქდება და კლიენტების ნაწილს ბლოკი მოეხსნება, მათ შორის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

წაკითხვა 147 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.