May 18, 2024

" ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი რომ შესაძლოა რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს"- ვოლოდიმირ ზელენსკი

ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.

„დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ისინი ცუდად არიან მომზადებული და ეკიპირებული. იმდენად უხეშად იყენებს მათ ხელმძღვანელობა, რომ ეს გვაძლევს ვარაუდის საშუალებას ვიფიქროთ, რომ მალე რუსეთში შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი ყველა შესაძლო ვერსიისთვის ემზადება.

 

„ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვემზადებით, რომ რუსეთის არსებული ხელისუფლება იპოვის ნებისმიერ გზას ომის გასაგრძელებლად, მათ შორის ირანის სახით თანამზრახველების დახმარებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 176 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.