"რუსეთის სამხედრო მეთაურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ" - „ნიუ იორკ თაიმსი“

რუსეთის სამხედრო მეთაურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის მთავრობაში მედიასაშუალების წყაროების ცნობით, რუსეთის სამხედრო მეთაურები აწარმოებდნენ დისკუსიას იმის შესახებ, თუ როდის და როგორ შეუძლია რუსეთს უკრაინაში ტაქტიკური იარაღის გამოყენება.

 

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ დისკუსიებში არ მონაწილეობდა, თუმცა თავად ფაქტმა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ, აშფოთებს თეთრ სახლს, რადგან ეს აჩვენებს, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან რუსი გენერლები უკრაინაში მათი არმიის წარუმატებლობის გამო.

 

რუსი სამხედრო მეთაურების მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხის განხილვის ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვამ აშშ-ის ხელისუფლებას ოქტომბრის შუა რიცხვებში მიაწოდა. ამასთან, ამერიკული სპეცსამსახურების განცხადებით, არ უნახავთ მტკიცებულებები, რომ რუსები ბირთვული იარაღის გადატანას ახორციელებენ ან დარტყმისთვის მოსამზადებლად სხვა ტაქტიკურ ზომებს მიმართავენ.

წაკითხვა 138 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.