May 14, 2024

"ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ განცხადება ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კალიფორნიაში გამოსვლისას.

 

ბაიდენს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად, რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“.

 

პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებაზე თეთრ სახლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

შეგახსენებთ, ირანში უკვე შვიდი კვირაა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.

წაკითხვა 151 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.