უკრაინამ 19 მესაზღვრე რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლა

კიდევ 19 უკრაინელი შინ დაბრუნდა - მესაზღვრეები რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელები უკვე მშობლიურ მიწაზე იმყოფებიან. მათ მისცეს ტელეფონები და შეძლეს ახლობლებთან გასაუბრება.

 

"რუსების ტყვეობის გრძელი თვეები დასრულდა. 19 მესაზღვრე დაბრუნდა სახლში. მათ სამედიცინო შემოწმებას და რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. მთავარია, რომ ცოცხლები არიან და სახლში არიან", - აცხადებენ უწყებაში.

წაკითხვა 146 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.