"რუსეთი "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას ცდილობს" - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში “ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს.

ამის შესახებ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინა იდგება.

 

“მოდით ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ გამოსავალზე“, - წერს პოდოლიაკი.

წაკითხვა 137 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.