May 14, 2024

"უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია"

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე ისაუბრა. როგორც შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაზე განაცხადა, „მიუღებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება“.

ოლაფ შოლცის თქმით, ეს გზავნილი გადასცა ჩინეთის ხელმძღვანელობას და მხოლოდ ამიტომ ღირდა ჩინეთში ვიზიტი.

 

გერმანელმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას.

 

გერმანიის მთავრობის მეთაურმა მოუწოდა რუსეთს მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

 

„ეს იქნება ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია“, – აღნიშნა შოლცმა.

წაკითხვა 152 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.